წესები და პირობები
ბოლო განახლება: 30.06.2026
ეს პლატფორმა წარმოადგენს მომხმარებელთა შორის გართობის და მოსაზრებების გაზიარების სივრცეს, სადაც წევრები აქვეყნებენ თავიანთ პროგნოზებსა და ტოტალიზატორის ბილეთებს საინფორმაციო და გასართობი მიზნით. საიტი არ არის ბუკმეკერული კომპანია, არ ღებულობს ფსონებს, არ ახორციელებს ფულად ტრანზაქციებს და არანაირად არ არის ჩართული მომხმარებლების მიერ განხორციელებულ რეალურ ფსონებში.
1. შინაარსის ხასიათი
საიტზე გამოქვეყნებული შინაარსი წარმოადგენს ექსკლუზიურად პირადი მოსაზრებების გამოხატვას და არანაირ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა, რეკომენდაცია ან მოწოდება გადაწყვეტილების მისაღებად. ყველა მომხმარებელი თავად არის სრულად პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებებზე და მათ შესაძლო შედეგებზე.
2. პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება
ადმინისტრაცია კატეგორიულად გმობს და არ უჭერს მხარს აზარტული თამაშების მავნე გავლენას, მათ შორის — საკუთარი შესაძლებლობების მიჯნაზე ან მის გარეთ ფსონების დადებას, ვალში ჩავარდნას, ქონების (მათ შორის უძრავი ქონების) გაყიდვას ან დაგირავებას სათამაშოდ, და ნებისმიერი სხვა ფორმის პასუხისმგებლობის გარეშე ქცევას. თუ თქვენ ან თქვენთვის ახლობელ პირს უჭირს თამაშის კონტროლი, გირჩევთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს ან დახმარების სამსახურს.
3. მომხმარებლის ვალდებულებები
თითოეული მომხმარებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს მხოლოდ საკუთარი შინაარსი. სხვისი ბილეთის, სკრინშოტის ან პროგნოზის სხვისივე სახელით ან ისე გამოქვეყნება, თითქოს ის თქვენია, აკრძალულია. პლატფორმის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წაშალოს ნებისმიერი კონტენტი, რომელიც არღვევს ამ წესებს, ან დაბლოკოს მომხმარებელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა და ასაკობრივი შეზღუდვა
რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ასაკის (25 წელი) პირი, ან ექვემდებარებით თქვენს ქვეყანაში მოქმედ კანონს აზარტული თამაშების მონაწილეობასთან დაკავშირებით, და რომ თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი ამ პირობების დაცვაზე.
© ShareBet. ყველა უფლება დაცულია.